logo
ENG



ზელენსკი: კალიბრის რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდებოდა

15 ივნ 202310:28
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: კალიბრის რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდებოდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა რუსული რაკეტების კომპონენტების მიწოდება დაბლოკოს.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ საკითხზე უკრაინა პარტნიორებთან კომუნიკაციას აგრძელებს. მისივე თქმით, კალიბრის რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდებოდა.

"რუსმა არაადამიანებმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - კალიბრიდან.კალიბრის რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდებოდა. აშკარაა, რომ ყოველი ასეთი მიწოდების მარშრუტი არის ტერორის გაძლიერების გზა. მსოფლიოს აქვს ბერკეტები, რომ დაბლოკოს ყველა ასეთი მარშრუტი - ყველა ქვეყნიდან, ყველა კომპანიიდან, რომლის კომპონენტებს რუსი რაკეტების მწარმოებლები იყენებენ", - ამბობს ზელენსკი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ სანქციები უნდა გამკაცრდეს მათ მიმართ, ვინც რუსეთს რაკეტების წარმოებისთვის უცხოური კომპონენტების მოპოვებაში ეხმარება.


close დახურვა