logo
ENG



ზელენსკი: კუპიანსკში რუსებს შრი-ლანკელი სტუდენტები სარდაფში ყავდათ გამომწყვდეული

17 სექ 202215:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/17/7wia59f2r8wbx8d.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კუპიანსკში, ქალაქის რუსებისგან გათავისუფლების შემდეგ აღმოაჩინეს სარდაფები, სადაც რუსებს ოკუპირებული ქალაქების მცხოვრებლები ჰყავდათ დატყვევებული და მათზე ძალადობდნენ. ასევე ადგილები, სადაც ტყვედ უცხოელები ჰყავდათ აყვანილი. 

ზელენსკიმ თქვა, რომ ერთ-ერთ ასეთ დილეგში გამომწყვდეული ყავდათ შრი ლანკის 7 მოქალაქე - სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ისინი გადარჩნენ და ახლა სამედიცინო მომსახურებას იღებენ. 


close დახურვა