logo
ENG



ზელენსკი: მადლობა ყველას, ვინც წარსულში უკრაინისთვის იბრძოდა და ყველას, ვინც ახლა იბრძვის

14 ოქტ 202212:17
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ყველას, ვინც წარსულში უკრაინისთვის იბრძოდა და ყველას, ვინც ახლა იბრძვის.

"14 ოქტომბერს უკრაინის დამცველთა დღეს აღვნიშნავთ. ეს არის მათი დღე, ვინც იბრძვის. ეს არის დღე, იმისა რისთვისაც ვიბრძვით. ეს არის გამარჯვების დღე, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ.

14 ოქტომბერს მადლობას გიხდით. მადლობა ყველას, ვინც წარსულში უკრაინისთვის იბრძოდა და ყველას, ვინც ახლა იბრძვის. ყველას, ვინც მაშინ გაიმარჯვა. და ყველას, ვინც ახლა აუცილებლად გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს ისე, რომ წარმატებას მოუტანს ჩვენი ხალხის მრავალი თაობის ბრძოლას. ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის ყველაზე მეტად უნდოდათ ერთი რამ - თავისუფლება, თავისთვის და მათი შვილებისთვის," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა