logo
ENG



ზელენსკი: ოკუპანტებს ორი რამ შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ, სხვა გზას არ ვუტოვებთ

31 აგვ 202200:43
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ოკუპანტებს ორი რამ შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ, სხვა გზას არ ვუტოვებთ

ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელი და შეუძლებელია, რათა იგრძნონ უკრაინული პასუხი იმ საშინელ ტერორზე, რომელსაც რუსეთი ჩვენს მიწაზე ახორციელებს. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გავლით, ყირიმიდან ხარკოვის ოლქამდე, რუსულ ჯარს არ აქვს და არ ექნება არც ერთი უსაფრთხო ბაზა, არც ერთი მშვიდი ადგილი. ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საცავს და შტაბს, ტექნიკას, სადაც უნდა განათავსონ ისინი. ეს უკრაინის მიწაა და ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ. სხვა ვარიანტს ჩვენ მათ არ ვუტოვებთ


close დახურვა