logo
ENG



ზელენსკი: ოკუპანტს დიდი დანაკარგები აქვს, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი ინფორმაციაა

17 აგვ 202416:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/17/utu80alk9rkvhs8.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოკუპანტს დიდი დანაკარგები აქვს, რაც უკრაინის თავდაცვისთვის ძალიან კარგი ინფორმაციაა.

"ვხედავთ რომ ოკუპანტს დიდი დანაკარგები აქვს და ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა ჩვენი თავდაცვისთვის. ჩვენ ვანადგურებთ მათი ლოჯისტიკური მომარაგების გზებს და ასევე მათ სამხედრო რეზერვებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ფრონტზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას, პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე საოკუპაციო ომს არ აწარმოებს.

"ომის სტილი რომელსაც უკრაინა აჩვენებს მსოფლიოს კურსკში რადიკალურად განსხვავებულია იმ ომისგან, რომელსაც აწარმოებს პუტინი უკრაინაში. ამ დროისთვის ჩვენ ვაკონტროლებთ 82 დასახლებულ პუნქტს სასაზღვრო ოლქში და ჩვენი ჯარი წინ მიიწევს", - თქვა პოდოლიაკმა.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.


close დახურვა