ომის დაწყებიდან უკრაინაში 500 000-მდე ასაფეთქებელი ობიექტი განადგურდა, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.
"24 თებერვლიდან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს 300 000-ზე მეტი ასაფეთქებელი საშუალება, ხოლო ეროვნული პოლიციის ასაფეთქებელი ნივთიერების ტექნიკოსებმა - 180 000-ზე მეტი."- ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უცხოელ პარტნიორებს "რუსული ნაღმების ტერორთან" ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის.