logo
ENG



ზელენსკი: პარტნიორებს ვთხოვთ, იარაღის მოწოდება დააჩქარონ, ომს შვებულება არ აქვს

19 აგვ 202408:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/mni8hl51poz6coo.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს იარაღის მოწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა აუცილებელია.

"ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოგისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკა გაანადგურეს, თუმცა , მხოლოდ ერთ დღეში ოკუპანტებმა ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად ათობით თავდასხმა განახორციელეს.

"ჩვენი ქვედანაყოფები, ჩვენი ბრიგადები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა, ქვეყნის თავდაცვითი მოქმედებების მთავარი ამოცანა რაც შეიძლება მეტი რუსული პოტენციალის განადგურება და მაქსიმალური კონტრშეტევითი სამუშაოების ჩატარებაა.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები 6 აგვისტოდან სამხედრო ოპერაციას ატარებენ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სუმის ოლქთან მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქში, სადაც სარდლობის მონაცემებით, 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.

 

 

 


close დახურვა