logo
ENG



ზელენსკი: რუსეთთან საუბრის ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვართ, თუმცა მათ ეს არ სურთ

17 თებ 202217:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/17/bdmtc2vqkmsgwns.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა, ის ამბობს, რომ რუსეთი ამისთვის მზაობას არ გამოხატავს.

"ყოველთვის, როცა რუსეთი საჯაროდ ამბობს, რომ მზადაა დეესკალაციისთვის ან ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ჩვენ რუსეთს ვთხოვთ რომ რაიმე ფორმით შეხვედრა გავმართოთ. მაგრამ საჯარო პოზიციისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ სურვილი ჩვენთან კომუნიკაციის, მათ ეს არ სურთ. მე ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებისთვის მზად ვარ" - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკი ამბობს, რომ ის პუტინთან დაკავშირებასაც შეეცადა. მისი თქმით, უკრაინას უპასუხოდ არ ტოვებენ, თუმცა პასუხი არ მიდის შეხვედრამდე.

ზელენსკის თქმით, ის დაინტერესებული იქნება, თუ სხვა ქვეყნები გამოხატავენ შუამავლობის სურვილს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გასამართად. 

 

close დახურვა