logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი ახალი სარაკეტო თავდასხმებისთვის ემზადება

13 დეკ 202201:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/zsb0uqhmhggrhui.jpg

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასიური სარაკეტო თავდასხმებისთვის ემზადება.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სანამ რუსეთს აქვს რაკეტები, უკრაინის მოსახლეობას საჰაერო განგაშებზე რეაგირება უნდა ჰქონდეს.

"უკრაინას ყოველდღიურად ვამატებთ ახალ ენერგეტიკულ ძალებს. ყოველი რუსული დარტყმის შემდეგ შეძლებისდაგვარად აღვადგენთ ელექტროსისტემას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინაში შემოვიტანოთ რაც შეიძლება მეტი აღჭურვილობა, რომელსაც შეუძლია რაკეტების დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელ მეწარმეს, მოხალისეებს, ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც ამაში გვეხმარება. მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთმა არ თქვა უარი თავის ტერორისტულ ტაქტიკაზე.

ამ ეტაპზე მასიური სარაკეტო დარტყმების არარსებობა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მტერი მათთვის ემზადება და ნებისმიერ დროს შეუძლია დაგვარტყას. თუმცა აშკარაა, რომ სინათლის გარეშეც კარგად ვიცით, სად უნდა ვესროლოთ და რა გავათავისუფლოთ. რუსეთს მაინც აქვს ბლექაუთის [ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა] იმედი. ეს არის ტერორისტების ბოლო იმედი. ყველა დონეზე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მტრული ზრახვისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ზამთარი გადავლახოთ", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა