logo
ENG



ზელენსკი: რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით

08 დეკ 202518:23
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/08/kbsufw5ju3hplux.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

ზელენსკიმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ აშშ-ის გეგმის ელემენტები საჭიროებს შემდგომ განხილვას რამდენიმე „მგრძნობიარე საკითხზე“, მათ შორის ომით განადგურებული ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე და აღმოსავლეთ რეგიონებზე კონტროლზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა დონბასთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია.

„არსებობს აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ხედვები – და ჩვენ არ გვაქვს ერთიანი ხედვა დონბასთან დაკავშირებით“, – თქვა ზელენსკიმ.

მან დაამატა, რომ კიევი დაჟინებით მოითხოვს ცალკე უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებას დასავლელ მოკავშირეებთან, უპირველეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებთან.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი „თანახმაა“ სამშვიდობო გეგმაზე, მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ის "არც კი წაუკითხავს."


close დახურვა