logo
ENG



ზელენსკი: საქართველოში ელჩს მაშინ დავაბრუნებთ, როცა ხელისუფლებისგან მხარდაჭერას ვიგრძნობთ

23 აპრ 202222:00
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოში ელჩს მაშინ დააბრუნებს, როცა საქართველოს ხელისუფლებისგან მხარდაჭერას იგრძნობს.

ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში მაშინ როცა ვიგრძნობთ მხარდაჭერას ხელისუფლების ლიდერებისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აცხადებს, რომ მისთვის საქართველოს ხელისუფლების ბოლო ქმედებები გაუგებარია.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის ასევე გაუგებარია არგუმენტები ეკონომიკის დაცვის შესახებ, მაშინ როცა რუსეთს ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს.

„არ მესმის მათი ქცევა. მე არ ვარ მასწავლებელი, თქვენი [ქართველი] ლიდერები არ არიან მოსწავლეები. ისინი ზრდასრულები არიან. არ მესმის რატომ არ მიიღეს სანქციები. მე მოვისმინე გზავნილები, რომ მათ უნდა დაიცვან საკუთარი ეკონომიკა. რა ეკონომიკა? მათ [რუსებმა] უკვე წაიღეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა