logo
ENG



ზელენსკი: უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მთავარია ჩვენი თავის რწმენა არ დავკარგოთ

31 მარ 202422:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/31/92rkp7npqgldrqn.jpg

დღეს ჩვენ პატივს ვცემთ ყველას ძალას, ვინც მაშინ უკრაინისთვის იბრძოდა, ყველას, ვინც ახლა იბრძვის, ყველას ვინც მუშაობს, ყველას, ვინც თავისუფლებას მოუტანს მთელ ჩვენს მიწას, უკრაინის ყველა ქალაქსა და სოფელს, რომლის ხელში ჩაგდებაც რუსეთს სურს, მაგრამ ცხადია ისინი უკრაინას დაუბრუნდებიან. ჩვენი ხალხი, სული და ძალა იქნება ამის გარანტი. უკრაინელები აშენებენ, არ ანგრევენ. ისინი ადამიანების სიცოცხლეს არჩენენ, იმის ნაცვლად, რომ დაუნდობლად ჩაერიონ სხვების ცხოვრებაში, როგორც ამას აკეთებს მოსკოვი.

უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მთავარია არ დავკარგოთ რწმენა საკუთარი თავის, ჩვენი ხალხის მიმართ და არ დავკარგოთ არც ერთი დღე, როცა ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ უკრაინის წარმატებაში. ამიტომაც აღდგა უკრაინა და განდევნის ჩაგვრის სიბნელეს.


close დახურვა