logo
ENG



ზელენსკი: უკრაინა და NATO უკვე დე-ფაქტო მოკავშირეები არიან, გაწევრიანება დროის საკითხია

28 სექ 202316:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/v2tgi3knwl467gs.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და NATO-ს წევრი ქვეყნები დე-ფაქტო მოკავშირეები არიან, ხოლო უკრაინის ალიანში გაწევრიანება "მხოლოდ დროის საკითხია."

"დღეს შედგა საუბარი დე-ფაქტო მოკავშირეებს შორის და ეს დროის საკითხია - როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რათა ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს", - თქვა ზელენსკიმ.

სტოლტენბერგისა და ზელენსკის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი რუსული ტერორისგან დაცვა, რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება იყო.

ასევე საუბარი შეეხებოდა რუსეთის შესაძლო გეგმებზე და NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი მიწოდების შესაძლებლობა.

"გენერალური მდივანი დათანხმდა ძალისხმევას, რომ დაგვეხმაროს და მხარი დაგვიჭიროს ამ საკითხში, მობილიზდნენ ალიანსის წევრი ქვეყნები ამ მიზნის გარშემო. ჩვენ ერთად უნდა გადავლახოთ ეს ზამთარი, დავიცვათ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ხალხის სიცოცხლე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინა და ალიანსი ამ ეტაპზე მუშაობენ ადაპტირებულ ეროვნულ პროგრამაზე, რომელიც განსაზღვრავს უკრაინის პრაქტიკულ ნაბიჯებს ალიანსის პრინციპებთან და სტანდარტებთან დასაახლოებლად.


close დახურვა