logo
ENG



ზელენსკი: უკრაინა და შეერთებული შტატები იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

22 სექ 202309:53
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებას იწყებენ. ინფორმაცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას დაადასტურა და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს "დადებითი გლობალური შედეგები ექნება“.

"ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე. თავდაცვის ინდუსტრიაში შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წარმოება ისტორიული მოვლენაა. ახალი ინდუსტრიული ბაზა, ახალი სამუშაო ადგილები ორივე სახელმწიფოს მოსახლეობისთვის. უკრაინა შეძლებს აწარმოოს საჰაერო თავდაცვა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთანავე, რომ სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კამიშინმა სამ მთავარ ამერიკულ ასოციაციასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმა. უკრაინაში სამუშაოდ 2 ათასზე მეტი ამერიკული თავდაცვის კომპანიაა მზად.

მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჩავიდა. მან ვაშინგტონში რამდენიმე შეხვედრა გამართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გუშინ განაცხადა, რომლის მოცულობაც $325 მილიონია. ბაიდენმა ამის შესახებ თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

 

close დახურვა