უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს უკრაინას გვერდში დაუდგეს, რათა აგრესორი შეაჩერონ.
"ევროკავშირის ლიდერებს მოვუწოდე, მონაწილეობა მიიღონ ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაში, რათა გვერდში დაუდგენ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი.
უკრაინაში ევროპის ბედი წყდება: თუ პუტინი სათანადო პასუხს არ მიიღებს, ის უფრო შორს წავა.
აგრესორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, ჩამოერთვას აგრესიის გაგრძელების საშუალებები: გათიშეთ SWIFT-დან, ნავთობით და გაზით ვაჭრობაზე ემბარგო დაედოს, დაეხმარეთ არმიას იარაღით და საბრძოლო მასალებით, მხარი დაუჭირეთ გაეროს სამშვიდობო ოპერაციას
ჩვენი ხალხი კვდება უკრაინის და ევროპის თავისუფლებისთვის. გაღებულ კართან დიდხანს ველოდით. ნატოში გაწევრიანებაზე ვიკითხეთ - პასუხები არ მიგვიღია. ახლა გვჭირდება უსაფრთხოების საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები, მკაფიო ევროპული პერსპექტივა, სწრაფი და კონკრეტული ქმედება", - წერს ზელენსკი Facebook-ზე.
დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.