logo
ENG



ზელენსკი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე შესაძლოა მოლაპარაკებები წელს დაიწყოს

04 თებ 202300:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/04/q95dcnzacybc5o5.jpeg

დღეს უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართა. გაიმართა კიევში, ჩვენს დედაქალაქში. საკმაოდ კონკრეტული შეთანხმებები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, თუ როგორ დაუახლოვდება უკრაინა ევროკავშირს.

[...]

დღეს ამ სამიტზე საკმაოდ იგრძნობოდა თავდაჯერებულობა. ჩვენ ვისაუბრეთ და უკვე ვსაუბრობთ, როგორც ევროპული საზოგადოების წევრები. და ვმუშაობთ, რომ ეს დე იურე დავაფიქსიროთ.

რაზე შევთანხმდით დღეს?

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე შესაძლოა მოლაპარაკებები წელს დაიწყოს.

პარტნიორებს ასევე ესმით, რომ წელს, ისევე როგორც გასულ წელს, მუდმივად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა, მათ შორის სანქციებით ზეწოლა.


close დახურვა