logo
ENG



ზელენსკი: უძლიერესი შეთანხმებაც რომ გავაფორმოთ, გვესმის, რუსეთი 2 წელში შეიძლება დაბრუნდეს

05 აპრ 202213:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/rpv4emgmpo9xu9k.jpeg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მშვიდობიანი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების დიდად არ სჯერა. იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი აგრესიას კვლავ დაუბრუნდება. ამის შესახებ მან უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"ჩვენ გვესმის, რომ თუნდაც უძლიერეს შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, გვესმის, რომ ორი წლის შემდეგ რუსეთი შეიძლება დაბრუნდეს. უბრალოდ გესმის ეს, და თუ ამას ვიღებთ, შესაბამისადაც ვმოქმედებთ", - ამბობს ზელენსკი.


close დახურვა