logo
ENG



ზელენსკი: ყველა ამერიკულმა კომპანიამ უნდა დატოვოს რუსული ბაზარი

16 მარ 202218:05
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ყველა ამერიკულმა კომპანიამ უნდა დატოვოს რუსული ბაზარი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება სთხოვა.

ზელენსკის თქმით, სანქციები უნდა შეეხოს, როგორც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ისევე ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ხელს უწყობს.

უკრაინის პრეზიდენტმა კონგრესის წევრებს სთხოვა, უზრუნველყონ რომ ყველა ამერიკულმა კომპანიამ დატოვოს რუსული ბაზარი და არ დააფინანსონ უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის განადგურებისკენ მიმართული ომი. 

"ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს, გთხოვთ, მეტი გააკეთოთ. სანქციების ახალი პაკეტია საჭირო, მუდმივად, ყოველ კვირას, სანამ რუსული სამხედრო მანქანა გაჩერდება.

გთავაზობთ, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესოს ყველა პოლიტიკოსს რუსეთის ფედერაციაში, ვინც თავის ოფისებში რჩება და არ წყვეტს კავშირებს მათთან, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. სახელმწიფო დუმის წევრებიდან დაწყებული იმ ოფიციალური პირებით დამთავრებული, ვისაც არ აქვს სურვილი, რომ შეწყვიტოს სახელმწიფოს ტერორი.

ყველა ამერიკულმა კომპანიამ უნდა დატოვოს რუსული ბაზარი მყისიერად რადგან ის სავსეა ჩვენი სისხლით. ქალბატონებო და ბატონებო, კონგრესის წევრებო, გთხოვთ უხელმძღვანელეთ ამას თუ თქვენს დასახლებებში არის კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ რუსულ სამხედრო მანქანას და აქვთ ბიზნესი რუსეთში, თქვენ მათ უნდა დაუწესოთ წნეხი.

მე გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ რუსები არ მიიღებენ არცერთ ცენტს თქვენგან რასაც გამოიყენებენ უკრაინაში ხალხის გასანადგურებლად, ჩვენი ქვეყნისა და ევროპის გასანადგურებლად. მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შემოსავალი და ჩვენ ეს პრინციპი უნდა დავიცვათ მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 


close დახურვა