logo
ENG



ზელენსკი: ყველა ერი, ყველა რეგიონი იმსახურებს მშვიდობიან ცხოვრებას

05 აპრ 202619:06
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/05/hacjyxqvgtu3job.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში ჩავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ უკრაინულ დიპლომატიას რეალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით. მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის - მომზადებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორმატი. ყველა ერი, ყველა რეგიონი იმსახურებს მშვიდობიან ცხოვრებას", - წერს ზელენსკი.

Reuters-ის ცნობით, ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სირიაში.
მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდება.

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რეგიონში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მოლაპარაკებები თავდაცვის საკითხს შეეხება.

ზელენსკისთან ერთად უკრაინის დელეგაციაში იმყოფებიან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.

 


close დახურვა