logo
ENG



ზელენსკი: ყირიმის დაბრუნების გარეშე არ იქნება მშვიდობა არც უკრაინაში, არც ევროპულ სივრცეში

01 სექ 202319:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/01/enap5xwj4gbjrpr.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის დაბრუნების გარეშე არ იქნება მშვიდობა არც უკრაინაში და არც ევროპულ სივრცეში.

ზელენსკი ასახელებს პირობებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ყირიმის საბოლოო დეოკუპაციაზე. მისი თქმით, უკრაინას ორი გზა აქვს: სამხედრო და დიპლომატიური.

"უკრაინას ორი გზა აქვს: სამხედრო და დიპლომატიური. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ მეთოდის არჩევაზე გავლენას მტრის ქცევა მოახდენს. ეს შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური ან სამხედრო გზით. თუ რუსული ჯარები ყირიმის ნახევარ კუნძულს შემდგომი ზეწოლის გარეშე დატოვებენ, ეს სიცოცხლეს გადაარჩენს.

დონბასისა და ყირიმის ტერიტორიების დაბრუნების გარეშე არ იქნება მდგრადი მშვიდობა არც უკრაინაში და არც ევროპულ სივრცეში. კიევი და მისი საერთაშორისო პარტნიორები არ ცნობენ რუსეთის ფედერაციის "უფლებებს" ამ ტერიტორიებზე, ამიტომ ქაოსი მუდმივად იქნება. სიტუაცია არ არის მდგრადი", - ამბობს ზელენსკი.  


close დახურვა