logo
ENG



ზელენსკი: შესაძლოა 2028 წელს რუსეთმა სხვა ქვეყნებსაც შეუტიოს

05 ოქტ 202316:51
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: შესაძლოა 2028 წელს რუსეთმა სხვა ქვეყნებსაც შეუტიოს

ახლა რუსეთი მომდევნო რამდენიმე წლისთვის განიხილავს სხვადასხვა სცენარს. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. თუ უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში იქნება გარკვეული შესვენება ან თუ ეს ომი გაიყინება, მაშინ დადგება ახალი კრიტიკული მომენტი - 2028 წელი.

თუ რუსეთს ახლა ადაპტაციის უფლებას მივცემთ, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ მას დავაკარგვინეთ და რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი ექსპანსიონისტური ამბიციების ყურადღების ცენტრშია. გარდა უკრაინისა, ცხადია, რომ ესენი არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები და ის სახელმწიფოები, რომელთა ტერიტორიაზე ბევრი რუსი ცხოვრობს.


close დახურვა