უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში დაპატიჟა.
როგორც ზელენსკიმ ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის Chatham House-ის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, გერმანიის კანცლერს შეუძლია "ამ ვიზიტით ძალიან მძლავრი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას.
"ის დაპატიჟებულია, მოწვევა ღიაა. მას ეპატიჟებიან უკრაინაში, შეუძლია ამ ვიზიტით მძლავრი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას - ჩამოვიდეს კიევში, 9 მაისს. მე არ განვმარტავ რატომ, საკმარისად განათლებულები ხართ, რომ მიხვდეთ, თუ რატომ [9 მაისს]", - თქვა ზელენსკიმ.