უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელებმა დაამსხვრიეს რუსეთის გეგმები და რუსეთს არ აქვთ უპირატესობა უკრაინელებზე.
"ჩვენ მაგრად დავდექით და წარმატებით მოვიგერიეთ მტრის თავდასხმები. ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებში გრძელდება" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმითვე, დედაქალაქი კიევი და მის ირგვლივ მნიშნველოვანი ქალაქები კვლავ უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშაა. მან მოქალაქეებს მოუწოდა გაუძლონ.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საცხოვრებელი შენობების რაკეტებით განადგურება არგუმენტია მსოფლიოსთვის, რომ უკრაინის მხარეს იყვნენ ოკუპანტის შეჩერებაში.
ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის SWIFT-დან გასარიცხად უკრაინას თითქმის სრული მხარდაჭერა აქვს და იმედოვნებს, რომ გერმანია და უნგრეთი ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ.
მისი თქმითვე, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ახლა დროა მრავალწლიანი დისკუსიის დასრულების.