logo
ENG



ზელენსკი Game4Ukraine-ზე: ფეხბურთი ხალხს აერთიანებს, დღეს ვნახავთ გაერთიანებულ სამყაროს

05 აგვ 202322:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/05/um3yq4qq8bv0n27.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის სოლიდარობის მატჩზე - Game4Ukraine-ზე ფეხბურთელებსა და მაყურებლებს მიმართა და უკრაინელების დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ზელენსკის თქმით, "ფეხბურთი არის ძალა, რომელიც აერთიანებს ხალხს" და დღეს მოსახლეობა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთელები უკრაინის დასახმარებლად გაერთიანდნენ.

"მადლობას გიხდით ამ საოცარ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. დღეს თქვენ ნახავთ უკრაინელებს, თქვენ გაიგებთ უკრაინელების ხმას და შეძლებთ უკრაინელების დახმარებას. ფეხბურთი არის ძალა, რომელიც აერთიანებს ხალხს და დღეს ჩვენ ვნახავთ სამყაროს გაერთიანებულს. შევჩენკოსა და ზინჩენკოს ჯგუფებად გაერთიანებულს. დიდებული გუნდები. ლურჯი და ყვითელი გუნდები წარმოადგენენ ჩვენს ეროვნულ დროშას - თავისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სიმბოლოს, რაც ადამიანებს ოდესმე სცოდნიათ და ჩვენ მას ვაქცევთ აღდგენის სიმბოლოდ. ჩვენ ამის გაკეთება ერთიანობით შეგვიძლია. მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოს მთელი მხარდაჭერისთვის და ყველას გიხდით მადლობას, ვინც ჩვენთან ერთად ჩვენს გუნდს შემოუერთდით - United24-ის გუნდს და გვეხმარებით, რომ დავიცვათ თავისუფლება და უბრალოდ აღვადგინოთ ჩვეულებრივი ცხოვრება. დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზელენსკიმ.

დიდ ბრიტანეთში სტემფორდ ბრიჯზე უკრაინის სოლიდარობის მატჩი იმართება. Game4Ukraine უკრაინის მიერ ორგანიზებული საფეხბურთო მატჩია. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინელი ფეხბურთელების ანდრეი შევჩენკოსა და ოლექსანდრ ზინჩენკოს ორგანიზებით მსოფლიოში ცნობილ და წარმატებულ ფეხბურთელებისგან შემდგარი 2 გუნდი ლონდონში უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო შეხვედრას მართავს. მოწვეულ ფეხბურთელებს შორისაა ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძეც.

Game4Ukraine-ის თამაშზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხა უკრაინის ჩერნიჰივის ოლქში მიხაილო-კოციუბინსკის სკოლის აღდგენას მოხმარდება, რომელიც რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ორგანიზატორების ცნობით, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და UNITED24 პლატფორმის მხარდაჭერით იმართება.

უკრაინის სოლიდარობის მატჩის ყურება ფორმულას ეთერში შეგიძლიათ:


close დახურვა