logo
ENG



ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს ესაუბრა

21 თებ 202619:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/21/1762cl3rjs4ogav.jpeg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ის X-ზე აქვეყნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ მარკ რუტეს დიპლომატიური მუშაობის ძირითად ასპექტებზე ესაუბრა.

"მიხარია, რომ ბევრი მიმართულებით ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა. ინფორმაცია გავუზიარე სამმხრივ ფორმატში აშშ-სთან და რუსეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მზადების, ასევე, მხარეების პოზიციების შესაძლო ცვლილების შესახებ", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობითვე, სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება და NATO-ს PURL ინიციატივის ფარგლებში მუშაობის გაგრძელების საკითხი.

 


close დახურვა