logo
ENG



ზელენსკი გაეროზე: უკრაინაში მოვლენებს ყველა ომს დაუძახებს, რადგან ეს სიმართლეა

09 მარ 202204:05
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი გაეროზე: უკრაინაში მოვლენებს ყველა ომს დაუძახებს, რადგან ეს სიმართლეა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გაეროს მიერ თანამშრომლებისადმი გაგზავნილი შიდა იმეილის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მათ ურჩევდნენ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ მოეხსენიებინათ, როგორც ომი. 

გაერო თავის ვებ გვერდზე უკრაინის მოვლენების შესახებ წერისას იყენებს სიტყვებს "უკრაინის კრიზისი". 

"სავარაუდოდ, თქვენი ნახეთ ახალი ამბები იმის შესახებ, რომ, თითქოს, გაერო რუსულ შემოჭრას ომად არ აღიქვამს. ვიცი, რომ ამან არამარტო უკრაინაში, არამედ სხვაგანაც ბევრი გააცოფა. 

ჩვენი გუნდის მადლიერი ვარ. ჩვენ ყველაფერი სწრაფად გავარკვიეთ და განმარტებები მივიღეთ. გაეროს სტრუქტურებში ტყუილი არ იქნება. აგრესორთან თამაშს არავინ დაიწყებს. ამ მოვლენებს ყველა „ომს” დაუძახებს, რადგან ეს სიმართლეა. ჩვენ არავის მივცემთ ჩვენი ხალხისა და შვილების ტანჯვის იგნორირების უფლებას". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის მიმართვამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისთვის დაუჯერებელია გაეროს მიერ "კრემლის მსგავსი ცენზურის დაწესება სიტყვა ომთან და შეჭრასთან დაკავშირებით". 

"დაჟინებით მოვუწოდებ გაეროს, სასწრფოდ უარყოს ეს ცნობები იმ შემთხვევაში, თუ არასწორია. მისი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშაა". - თქვა მან. 

თავის მხრივ, გაერომ იმეილის შინაარსთან დაკავშირებით 8 მარტს ბოდიში მოიხადა.

გაეროს სპიკერის, სტეფან დუჟარიკის თქმით, რეგიონულ ოფისს არ უნდა გაევრცელებინა მოწოდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით სიტყვების, "ომი" და „შეჭრა”, არ გამოყენების თაობაზე, „რადგან, არ არსებობს ოფიციალური პროტოკოლი სიტყვების შერჩევის შესახებ". 

სპიკერმა თქვა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა სიტყვა „ომი” უკვე გამოიყენა, ისევე როგორც მისმა მოადგილემ ტვიტში: "ომი უაზროა". 


close დახურვა