უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით გუნდთან ერთად შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან, დანიის პარლამენტარებთან და თავდაცვის სფეროში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.
ზელენსკის ცნობით, ასევე დაგეგმილია აუდიენცია მეფე ფრედერიკ X-თან და ცალკე შეხვედრა დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ისლანდიისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებთან.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ახალი ნაბიჯები გადაიდგმება - დანია უკრაინას თავდაცვის სფეროში მძლავრ დახმარების პაკეტს გადასცემს. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის!
დანია უკრაინის გვერდით სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან დგას და კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად. ის ასევე ლიდერობს სხვადასხვა ფორმატში, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დაცვას ემსახურება.
მადლობას ვუხდით დანიის ხალხსა და მთავრობას ურყევი მხარდაჭერისა და კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც გვეხმარება, მტკიცედ ვიდგეთ", - წერს ზელენსკი.
