logo
ENG



ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

31 ოქტ 202616:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/31/7esiuofvazkvfha.png

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, შეხვდება. 

ზელენსკის ინფორმაციით, წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია, ერთ-ერთი მთავარი თემა შავ ზღვაში საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოება იქნება.

მისივე ცნობით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან.

"ჩემს გუნდთან ერთად სტამბოლში ჩამოვფრინდი. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაცვის გაძლიერებაზე, თურქეთთან ორმხრივი პარტნიორობის განმტკიცებასა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივების შექმნაზე.

შავი ზღვით საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას", - წერს ზელენსკი. 


close დახურვა