logo
ENG



ზელენსკი ითხოვს, სანქციები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზეც დაწესდეს

07 მარ 202214:24
3 წუთის საკითხავი
 

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ითხოვს. 

დღევანდელ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის თავდასხმები გაგრძელდება, ახალი ნაბიჯების გადადგმა გახდება საჭირო. 

ზელენსკიმ თქვა, რომ აუცილებელია რუსული ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმა. 

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს უკრაინის თავზე ცის დაკეტვასაც სთხოვს. 

"ვითხოვთ ცის დახურვას ან თვითმფრინავების რაც შეიძლება მალე გადმოცემას. კიდევ რამდენი სიკვდილია საჭირო იმისთვის, რომ ცა ჩაიკეტოს? რითი განსხვავდებიან ხარკოვსა და ნიკოლაევში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები ჰამბურგსა და ვენაში მცხოვრებლებისგან?". - თქვა ზელენსკიმ. 


close დახურვა