logo
ENG



ზელენსკი იტალიის პრემიერს: შემდეგზე ვეცდები, ომის განრიგი შევცვალო კონკრეტულ დროს სასაუბროდ

25 თებ 202216:29
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი იტალიის პრემიერს: შემდეგზე ვეცდები, ომის განრიგი შევცვალო კონკრეტულ დროს სასაუბროდ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერმინისტრს გამოეხმაურა და განმარტა, რომ დღეს დილით სხვადასხვა ლოკაციაზე საომარი შეტაკებების გამო ვერ მოახერხა მასთან საუბარი.

იტალიის პრემიერმინისტრმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო ზარი ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა, ზელესნკი ხელმისაწვდომი არ იყო.

"დღეს დილის 10:30-ზე ჩერნიგოვის, გოსტომელისა და მელიტოპოლის შესასვლელებთან მძიმე შეტაკებები იყო. ხალხი დაიღუპა. შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი შევცვალო, რათა პრემიერმინისტრ მარიო დრაგის კონკრეტულ დროს ვესაუბრო. ამ დროს, უკრაინა აგრძელებს მისი ხალხისთვის ბრძოლას", - წერს ზელენსკი ტვიტერზე.


close დახურვა