logo
ENG



ზელენსკი კანადაში ჩავიდა

22 სექ 202309:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/22/nkhbn7j5848r6iw.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადას ეწვია. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკის ვიზიტი დაანონსებული არ იყო. ვიზიტი 22 სექტემბერს დასრულდება. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებასა და უკრაინელი ხალხისთვის დახმარების მიმართულებაზე ისაუბრეს.

"ითქვა, რომ კანადა უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. ტრუდო შეხვდა ზელენსკის იმისთვის, რომ სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების პირობა მიეცა", - წერია ინფორმაციაში.


close დახურვა