logo
ENG



ზელენსკი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს და ამბობს, რომ მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება

28 მაი 202300:43
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს და ამბობს, რომ მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს და აღნიშნავს, რომ მომდევნო კვირა პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სანქციებში მოექცევა ყველა, ვინც რუსეთს ეხმარება.

"ყველა მათგანი არ მოქმედებს ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ზოგი - სხვა ქვეყნებში, მაგრამ ყველა მიიღებს გლობალურ ზეწოლას. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგროვებთ სრულ მონაცემებს ყველაზე, ვინც აგრესორზე მუშაობს - პირდაპირ თუ ირიბად. თითოეული ასეთი ადამიანი დაიბლოკება და ჩვენი, უკრაინული, სანქციები ან უკვე სინქრონიზებულია, ან იქნება სინქრონიზებული თავისუფალი სამყაროს სანქციებთან.

როდესაც რუსეთმა ეს აგრესია დაიწყო, სამყაროს ისე უყურებდნენ, როგორც საკუთარ თავს სარკეში. ისინი ფიქრობდნენ, რომ თითქოს მსოფლიოში ყველა - ისეთივე ცინიკური და სავარაუდოდ - ისეთივე საზიზღარი ხალხია, როგორც რუსეთის ბატონები. მაგრამ სამყარო განსხვავებულია - სამყარო გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში. და ყველა, ვინც მსოფლიოს წინააღმდეგ მიდის, მარგინალი გახდება. რუსეთი არაფერს მიიღებს და ყველაფერს დაკარგავს - მათთან ერთად, ვინც ჯერ კიდევ როგორღაც ცდილობს მის დახმარებას. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას და ახალი სანქციების პაკეტები მზადდება - კიდევ უფრო მასშტაბური", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.


close დახურვა