logo
ENG



ზელენსკი მომავალ კვირას, სავარაუდოდ, კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს შეხვდება

19 სექ 202411:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/19/rtcbz557cr4p7ib.png

Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ის ვიცეპრეზიდენტსა და პრეზიდენტობის კანდიდატს კამალა ჰარისს შეხვდება.

როგორც Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ში ვიზიტის დროს ზელენსკი უკრაინის ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხს დააყენებს.

გარდა ამისა, ზელენსკი ეკონომიკური და უსაფრთხოების ხელშეკრულებების დადებას აპირებს, ასევე მისი "გამარჯვების გეგმის" ფარგლებში შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდების საკითხის განხილვას.

ზელენსკი უკრაინის "გამარჯვების გეგმას" აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც გააცნობს, როცა ისინი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან.

ზელენსკი, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, დონალდ ტრამპსაც შეხვდება. ჟურნალისტების კითხვას გეგმავს თუ არა ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრას, პრეზიდენტობის კანდიდატმა ასე უპასუხა: "ალბათ, კი".


close დახურვა