logo
ENG



ზელენსკი მომავალ კვირაში ბაიდენს შეხვდება - NBC

15 სექ 202309:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/15/7948eyci8b1wd3p.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ინფორმაციას NBC უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

NBC-ს წყაროს თქმით, ნიუ-იორკში ყოფნისას ზელენსკი ასევე გაეროს გენერალურ ასამბლეაში ვიზიტს აპირებს. ჯერჯერობით უცნობია ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა ნიუ-იორკში თუ ვაშინგტონში შედგება, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ კომენტარისგან თავი შეიკავა.

ბოლოს ლიდერები ერთმანეთს ივლისში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე შეხვდნენ, რომელიც ვილნიუსში ჩატარდა. ცოტა ხნის წინ კიევში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრები გამართა.


close დახურვა