logo
ENG



ზელენსკი რუს ხალხს: რადიაციამ არ იცის სადაა რუსეთი, არ იცის სადაა თქვენი ქვეყნის საზღვრები

04 მარ 202213:25
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმის საშიშროების ფონზე დღეს რუსეთის მოსახლეობას მიმართა.

მისი თქმით, ჩერნობილის კატასტროფისა და ზიანის დავიწყება დაუშვებელია, ატომურ ელექტროსადგურებზე კი თავდასხმა რუსეთისთვისაც საზიანო იქნება. ამიტომ მან რუსეთის მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ პროტესტისკენ მოუწოდა.

"რუსო ხალხო, მინდა თქვენ მოგმართოთ. საერთოდ როგორაა ეს შესაძლებელი? ჩვენ ხომ ერთად ვებრძოდით 1986-ში ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს. თქვენ უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად გამოსროლილი ცხელი გრაფიტი, გარდაცვლილები, დასხივება ენერგობლოკების ნანგრევებზე, თქვენ უნდა გახსოვდეთ პრიპიატიდან და 30კმ-იანი ზონიდან ევაკუაცია. როგორ შეიძლება ამის დავიწყება?

და თუ არ დაგვიწყებიათ, მაშინ თქვენი გაჩუმება დაუშვებელია. უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გახვიდეთ ქუჩებში და თქვათ, რომ გინდათ სიცოცხლე. თქვენ გინდათ ცხოვრობდეთ რადიოაქტიური დაავადებებისგან თავისუფალ მიწაზე. რადიაციამ არ იცის სადაა რუსეთი, რადიაციამ არ იცის სადაა თქვენი ქვეყნის საზღვრები" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 


close დახურვა