logo
ENG



ზელენსკი რუსებს: გამოდით თქვენი ქალაქების ქუჩებში, დაანახეთ პუტინს, რომ ომს ეწინააღმდეგებით

24 თებ 202220:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/oiid717eeazwm4j.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს გამოვიდნენ ქუჩებში და გააგებინონ მათ პრეზიდენტს, რომ ომის წინააღმდეგი არიან.

"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ბევრი მოქალაქე შოკირებულია იმით, რაც ახლა ხდება. რამდენიმე რუსეთის მოქალაქე სოციალურ ქსელებში აქვეყნებს, რომ ეწინააღმდეგებიან ომს. ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ამას ვერ ხედავს. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, თუ კი ჩვენ გვისმენთ და ხვდებით, რომ თქვენ ფეხით თელავთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გთხოვთ, გამოდით მოედნებზე, მიმართეთ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს. ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ვიმყოფებით საკუთარ მიწაზე. თქვენ ხართ რუსები, ახლა თქვენმა ჯარმა დაიწყო ომი ჩვენს სახელმწიფოში. მე ვისურვებდი, რომ გამოხვიდეთ წითელ მოედანზე, გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება, ან თქვენი დედაქალაქის ან პეტერბურგის ქუჩებში, რუსეთის სხვადასხვა ადგილებში, არა მხოლოდ ინსტაგრამზე. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია."- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გარდა ამისა, ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობს უკრაინის გვერდში დადგომისკენ მოუწოდა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას არ აურჩევია ომის გზა და სურს მშვიდობას დაუბრუნდეს. 

"თუ თქვენ პატივცემულო ევროპელებო, მსოფლიო ლიდერებო, თავისუფალი სამყაროს ლიდერობო, ჩვენ დღეს არ დაგვეხმარებით, მაშინ ხვალ ომი თქვენს კარზე მოაკაკუნებს", - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა