logo
ENG



ზელენსკი რუსებს: ჩვენთვის სიცივე, შიმშილი ისეთივე საშინელი არაა, როგორიც თქვენთან მეგობრობა

12 სექ 202200:40
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი რუსებს: ჩვენთვის სიცივე, შიმშილი ისეთივე საშინელი არაა, როგორიც თქვენთან მეგობრობა

უკუნ სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო თვალნათლივ ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომელიც რუსეთმა დღეს მიიტანა უკრაინის თბოელექტროსადგურებზე.

ისევ გგონიათ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, დაგვაჩოქებთ, დაგვარწმუნებთ დათმობაზე? მართლა ვერაფერი გაიგეთ, ვერ გაიგეთ ვინ ვართ, რისთვის ვართ და რაზე ვსაუბრობთ? 

გაზის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;

სინათლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;

წყლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;

საჭმლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ.

ჩვენთვის სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ისეთივე საშინელი და მომაკვდინებელი არ არის, როგორიც თქვენთან მეგობრობა და ძმობა. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით და უთქვენოდ!


close დახურვა