ხერსონი კიდევ ერთი ქალაქია, სადაც უკრაინის ლიდერი პირადად ჩავიდა დეოკუპაციის კვალდაკვალ. ტერიტორია, რომელიც პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა რუსეთის მიწების ნაწილად, უკრაინას დაუბრუნდა, რაც ყველა თვალსაზრისით, მათ შორის სამხედრო კუთხით უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა. გათავისუფლებულ ქალაქში უკრაინის დროშა აღმართეს. დეოკუპირებული ხერსონი პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩაიბარა.