logo
ENG



ზელენსკი ჰააგაში: ყველას გვსურს აქ სხვა ვლადიმირის ხილვა

04 მაი 202314:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/04/ib2hl0krjiukgad.jpg

ნიდერლანდებში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეწვია, რომელიც ჰააგაში მდებარეობს.

"ყველას გვსურს აქ, ჰააგაში სხვა ვლადიმირი ვიხილოთ", - იხუმრა გამოსვლის დროს ზელენსკიმ.

"დარწმუნებული ვარ, ყველა ვიხილავთ ამას, როგორც კი გავიმარჯვებთ - ჩვენ კი გავიმარჯვებთ", - თქვა ზელენსკიმ ჰააგაში გამოსვლის დროს.

უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა მალაიზიური ბოინგის კატასტროფის მსხვერპლები, რომელიც 2014 წელს დონბასში ჩამოაგდეს. ბოინგის მგზავრების დიდი ნაწილი ნიდერლანდების მოქალაქეები იყვნენ. ნიდერლანდების სასამართლომ დაადგინა, რომ თვითმფრინავი რუსული "ბუკით" ჩამოაგდეს.

გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკი ჰელსინკიში ჩავიდა, სადაც უკრაინისა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოების სამიტი გაიმართა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ აღიარებს, ვოლოდიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. ჰააგის პროკურორის დადგენილებით, რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ათასობით უკრაინელი ბავშვი თავის ტერიტორიაზე ძალით გადაიყვანა.


close დახურვა