logo
ENG



ზელენსკი ჰესის აფეთქებაზე: მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა

10 ივნ 202323:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/10/n2kkphqm1qdse83.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა.

"ახლა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა ეკოციდთან და ადამიანურ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომელიც კახოვკის ჰესზე რუსულმა ტერაქტმა გამოიწვია. მაშინ როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გლობალურ მასშტაბში უნდა იცავდნენ სიცოცხლეს, ერთი კვირის განმავლობაშიც ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამაშველო მისიის ფორმირებას და გაგზავნას, როდესაც ზოგიერთი მსოფლიო სუბიექტი ვერ ბედავს თუნდაც მკაფიო და ძლიერი განცხადებებით გამოსვლას, რომლებიც ამ მორიგ რუსულ სამხედრო დანაშაულს დაგმობდნენ, ტერორისტები უბრალოდ იკვებებიან მსოფლიოს ამ სისუსტით, ამ გულგრილობით - ის მათ ახალისებს. ეს უნდა დავძლიოთ და დავძლევთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ხერსონისა და მიკოლაევის რეგიონების ტერიტორიებიდან უკვე 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, მისივე თქმით, "მხოლოდ ზოგიერთ რაიონშია შესაძლებელი ხალხის დახმარება - რუსი ტერორისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სტიქიის მსხვერპლი იყოს".

"საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ იქ, სადაც ჩვენ ჯერ არ გვაქვს დეოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები. ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია - მთელი ხერსონის რეგიონი, მთელი სამხრეთი. ყველა ქალაქი და სოფელი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელი და შეუძლებელია, რათა დახმარება ყველამ მიიღოს", - აღნიშნა ზელენსკიმ.


close დახურვა