logo
ENG



ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესში მიმართვისას 11 სექტემბრის ტრაგედია გაიხსენა

16 მარ 202217:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/nkansg9ondboltr.png

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვისას 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია გაიხსენა. 

ზელენსკიმ ასევე ილაპარაკა პერლ ჰარბორის ტრაგედიასა და როშმორის მთაზე - ამერიკის პრეზიდენტების მემორიალზე. 

"რუსეთი თავს დაგვესხა არა მხოლოდ ჩვენ, არა მხოლოდ ჩვენს მიწას, არა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს. ის სასტიკი თავდასხმა იყო ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს ადამიანურ ფასეულობებზე. მან ტანკები და თვითმფრინავები მიმართა ჩვენი თავისუფლების, ჩვენი უფლების წინააღმდეგ, ვიცხოვროთ თავისუფლად ჩვენს ქვეყანაში, ავირჩიოთ ჩვენი მომავალი. ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვის, ჩვენი ნაციონალური ოცნების წინააღმდეგ. იმავე ოცნების, რაც თქვენ, ამერიკელებს გაქვთ.

მე მახსოვს თქვენი ეროვნული რაშმორის მთა, რომელზეც თქვენი გამოჩენილი პრეზიდენტების სახეებია გამოსახული, მათი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ისეთ აშშ-ს, როგორიც არის დღეს: დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი და ზრუნავს ყველაზე, ყველა ადამიანზე, ყველაზე, რომელიც მუშაობს გულმოდგინედ, ცხოვრობს პატიოსნად და პატივს სცემს კანონს. 

ეს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. 

ქალბატონებო და ბატონებო, ამერიკელებო, თქვენ ისტორიაში გქონდათ ეპიზოდები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, გაუგოთ ახლანდელ უკრაინას.

2001 წლის 11 სექტემბრის საშინელი დილა, როცა თავს დაგესხნენ. უბრალოდ გაიხსენეთ ეს. გაიხსენეთ 11 სექტემბერი. საშინელი დღე 2001 წელს, როცა ქალაქის ცა კვამლით დაიფარა,  ბოროტება თავს დაესხა თქვენს ქვეყანას, დამოუკიდებელ ტერიტორიებს.

როცა უდანაშაულო ადამიანებს თავს დაესხნენ. ვინაიდან არავინ ელოდა ამ თავდასხმას, თქვენ მას ვერ შეაჩერებდით. ჩვენი ქვეყანა ამას ყოველდღიურად განიცდის, ახლაც, ყოველ წამს, უკვე 3 კვირაა.

რუსეთმა უკრაინის ქალაქების ცა ათასობით ადამიანის სიკვდილის წყაროდ გადააქცია. რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინას 1000-ზე მეტი რაკეტა ესროლეს, უამრავი ბომბი და დრონი,რომელიც გამოიყენეს ჩვენი მოქალაქეების დასახოცად. ეს არის ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია, არ უნახავს. 

და ჩვენ მთელი მსოფლიოსგან ვითხოვთ პასუხს ამაზე. ნუთუ ბევრია იმის თხოვნა, რომ დაწესდეს არასაფრენი ზონა". - თქვა ზელენსკიმ. 


close დახურვა