logo
ENG



ზელენსკიმ გენპროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პოსტიდან გადააყენა

17 ივლ 202223:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/17/t5hg913wkduwz04.jpeg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის პოსტიდან გადააყენა. ვენედიქტოვას ამ თანამდებობაზე დროებით მისი მოადგილე ალექსეი სიმონენკო შეცვლის

პრეზიდენტმა, ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.

ზელენსკიმ თქვა, რომ პროკურატურის, წინასწარი გამოძიების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ღალატისა და კოლაბორაციონისტული საქმიანობის 651 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი განცხადებით, ორგანოების 60-ზე მეტი თანამშრომელი ოკუპირებულ ნაწილში დარჩა და უკრაინის წინააღმდეგ მუშაობენ. 

პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ასეთი მასობრივი დანაშაულები და უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს უწყებების უფროსებთან მიმართებაში, ასეთი კითხვები კი, ზელენსკის განცხადებით, შესაბამის პასუხს მიიღებს.


close დახურვა