logo
ENG



ზელენსკიმ ისრაელს რუსეთთან შუამავლობა სთხოვა

26 თებ 202201:15
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკიმ ისრაელს რუსეთთან შუამავლობა სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერმინისტრს, ნაფტალი ბენეტს მიმართა და რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვა. 

ისრაელში უკრაინის ელჩის, ევგენი კორნიჩუკის თქმით, ზელენსკიმ ეს ბენეტს 25 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას სთხოვა. 

"ჩვენი აზრით, ისრაელი ერთადერთი დემოკრატიული სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც აქვს შესანიშნავი ურთიერთობა როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან". - თქვა კორნიიჩუკმა.

25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს მიმართა, "დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შეჩერდეს ადამიანების ხოცვა". 

მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახარაოვამ თქვა, რომ კიევმა მოლაპარაკების შესახებ განხილვა ხვალისთვის გადადო. 


close დახურვა