logo
ENG



ზელენსკიმ მაკრონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

13 ივლ 202619:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/13/is6vkn8dwh6n8wr.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.

ზელენსკის განცხადებით, ჯილდო მაკრონს უკრაინისადმი მრავალწლიანი მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის გადაეცა.

ლიდერებმა შეხვედრაზე ფრონტზე არსებული ვითარება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ევროპული ანტისარაკეტო შესაძლებლობების განვითარება და „მსურველთა კოალიციისა“ და „ანტიბალისტიკური კოალიციის“ შეხვედრების წინ პოზიციების კოორდინაცია განიხილეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთს აქვს ის ტექნოლოგიები და შესაძლებლობები, რომლებიც უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.


close დახურვა