უკრაინამ რუს მაღალჩინოსნებსა და სხვადასხვა კომპანიას ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის ორ განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.
ზელენსკის თქმით, საუბარია 650-ზე მეტ პირზე. ზელენსკი ამბობს, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ერთი პირი, ვინც რუსეთის მიერ წარმოებულ ომში რაიმე ფორმით არის ჩართული.
"ხელი მოვაწერე ორ განკარგულებას სანქციების თაობაზე, იმ ადამიანების მიმართ, რომებიც რუსულ აგრესიაზე მუშაობენ. ეს აგრესორი სახელმწიფოს ჩინოსნები არიან, ასევე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები - ასობით კომპანია. საუბარია 650-ზე მეტ სანქცირებულ პირზე. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. არც ერთი მათგანი, ვინც ეხმარება ტერორისტებს, მათზე მუშაობს, ამარაგებს ან აწარმოებს იარაღს ტერორისთვის - არც ერთი არ გაექცევა პასუხისმგებლობას. ტერორის თანამზრახველების ბლოკირება, ტერორისტი სახელმწიფოს იზოლაცია, მისი დამარცხება და სასამართლო პროცესები - ეს ყველაფერი ელოდება მათ, ვინც დაიწყო და აწარმოებს ომს უკრაინისა და საერთაშორისო წესრიგს წინააღმდეგ. დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის! მარადიული ხსოვნა ყველას - ვისი სიცოცხლეს იმსხვერპლა რუსულმა ტერორმა. დიდება უკრაინას", - აღნიშნა ზელენსკიმ.