უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების განკარგულებას ხელი მოაწერა.
პრეზიდენტის განკარგულებით, სანქციები დაუწესდათ რუს სპორტსმენებს, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კერძოდ, პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი განკარგულების თანახმად, სანქციები დაუწესდა 87 ფიზიკურ პირს, რომელთა უმეტესობა რუსი სპორტსმენია.
ამ სპორტსმენების რიგებში არიან: მოციგურავეები ილია ავერბუხი, ალექსანდრე გალიამოვი, ფეხბურთელი იგორ აკინფეევი, ჩოგბურთელი ანასტასია გასანოვა, მძლეოსნობის სპორტსმენი იულია გუშჩინა, ტანმოვარჯიშე არტურ დალალოიანი, ძალოსანი მიხაილ კოკლიაევი, რუსეთის ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი [რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუ შვილი] ქსენია შოიგუ, მოთხილამურე ვერონიკა სტეპანოვა, ჰოკეისტი ალექსანდრე კოჟევნიკოვი, ჩოგბურთელი ამინა ანშბა და სხვები. სიაში ასევე არიას უკრაინისა და ბელარუსის რამდენიმე მოქალაქე.
კიდევ ერთი განკარგულებით, სანქციები უწესდებათ 351 ფიზიკურ და 254 იურიდიულ პირს, მათ შორის Yandex-ს, Rambler-ს, ასევე რუსული IT კომპანიებსა და მეწარმეებს.