logo
ENG



ზელენსკიმ უკრაინის პრემიერს მიმართა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე პეტიცია განიხილოს

03 აგვ 202210:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/03/w6eia7fwkh6mjmh.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრს მიმართა, რათა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე პეტიცია განიხილოს.

ზელენსკი გამოეხმაურა პეტიციას, რომელიც პრეზიდენტს ვებგვერდზე 6 მარტს დარეგისტრირდა და რომელსაც 25 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

"მადლობა ყველას, ვინც პეტიციას შეუერთდა, სამოქალაქო აქტიურობისთვის", - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატიული საზოგადოების დონე მოქალაქეებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფით ისაზღვრება. იგი, ასევე, საკითხის სამართლებრივ მხარესაც განმარტავს.

"უკრაინის ოჯახის კოდექსით განსაზღვრულია, რომ ოჯახი საზოგადოების პირველი და ძირითადი ერთეულია. ოჯახი შედგება ინდივიდებისგან, რომლებიც ერთად თანაცხოვრობენ, დაკავშირებულნი არიან საერთო ცხოვრებით, აქვთ საერთო ვალდებულებები და უფლებები. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ქორწინება ქალისა და კაცის თავისუფალ თანხმობას ეფუძნება. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის პირობებში უკრაინის კონსტიტუცია ვერ შეიცვლება", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი და ამატებს, რომ მთავრობა მუშაობს სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზაციის გადაჭრის გზებზე.

შესაბამისად, ზელენსკიმ პრემიერმინისტრს მიმართა, რათა საკითხი განიხილონ და შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.


close დახურვა