უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ოფიციალურ დეკრეტთან ერთად, ზელენსკიმ ამის შესახებ ყოველდღიური ვიდეო მიმართვისასაც ისაუბრა.
"მე გადავწყვიტე შევცვალო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური. უზომოდ მადლობელი ვარ ყველა ჩვენი სამხედრო მფრინავის, ყველა ინჟინრის, მობილური საცეცხლე ჯგუფის ყველა მეომრისა და საჰაერო თავდაცვის ნაწილების. ყველას, ვინც ნამდვილად იბრძვის უკრაინისთვის - და იგივე ეხება სარდლობის დონეს - ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს პერსონალს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ოლეშჩუკის გადაყენების შესახებ ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის გენერალურმა შტაბმა 29 აგვისტოს სამხედრო თვითმფრინავის, F-16-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.