logo
ENG



ზელენსკიმ ხარკივის რეგიონში კიდევ ერთი დასახლების გათავისუფლების შესახებ განაცხადა

11 სექ 202215:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/11/6tj61omagpeqyu7.png

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკივის რეგიონში კიდევ ერთი დასახლების გათავისუფლების შესახებ განაცხადა. 

"უფლისწული რომან დიდის სახელობის მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის წყალობით, უკრაინის დროშა ხარკოვის ოლქის სოფელ ჩკალოვსკოეში დაბრუნდა. ასე იქნება ყველგან. ჩვენ განვდევნით დამპყრობლებს უკრაინის ყველა ქალაქიდან და სოფლიდან". - განაცხადა ზელენსკიმ. 

მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები სოფლის თავზე სახელმწიფო დროშას ამაგრებენ.

6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს. 

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი. 

ISW ასევე აცხადებს, რომ უკრაინა, კონტრშეტევის პირობებში, იზიუმს მაქსიმუმ 48 საათში გაათავისუფლებს, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია. 

10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის შესახებ პირობების შეუსრულებლობა რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ანგრევს. 

რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას.


close დახურვა