უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ მელიტოპოლის მერი რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.
"წინასწარი ინფორმაციით, ერთი საათის წინ ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს", - ამბობს პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.
მანამდე, ივან ფერეროვმა Facebook-ზე დაპოსტა და მადლობა გადაუხადა, მეწარმეებს, რომლებიც რიგით მოქალაქეებს მათი საჭიროებების მიხედვით ეხმარებოდნენ.